საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

BLC

ჩვენ წარმოვადგენთ ენებისა და ხელოვნების შემსწავლელ ცენტრს, სადაც სწავლობენ 3-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები. აქ შეისწავლება უცხო ენები: ინგლისური, რუსული და გერმანული, ასევე სიმღერა, ხატვა, მეტყველება. გვაქვს ასევე ინტელექტუალური კლუბი, სადაც ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიგონ და ისწავლონ უამრავი ახალი რაღაც და გასცენ უამრავ შეკითხვას პასუხი. რითი ვართ გამორჩეული? ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს მისაღებ ფასებს საუკეთესო ხარისხის ნაცვლად, რათა ყველა ბავშვმა შეძლოს სწავლა და განვითარება. მეექვსე წელია ვარსებობთ და ყოველწლიურად ვიზრდებით და ვვითარდებით. 2020 წლის მიღწევად შეგვიძლია ჩავთვალით ის, რომ მიუხედავად ეპიდემიისა და ჩაკეტილობისა, შევძელით წინსვლა და განვითარება. მომდევნო 2 წლის გეგმა არის გაფართოვება -  რომ შევძლოთ ცეკვის, ტანვარჯიშისა და სხვა საგნების დამატება. ვაპირებთ გავეცნოთ და გადმოვიტანოთ სწავლებაში ყველა ინოვაციური მეთოდი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება