საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Hammock

პროდუქტი, რომელსაც Hammock ამზადებს, არის ჰამაკის სადგამი, რომელიც იქმნება ხელით, განსხვავებული ტექნოლოგიით. საქმიანობა დავიწყე ნულიდან, შევქმენი პირველი ნახაზი, თუმცა ამ ნახაზის მიხედვით აწყობილი სადგამი არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ველოდი; ამის შემდეგ შევქმენი ახალი, მეორე  ნახაზი, სადაც წინა გამოცდილებიდან შეცდომები გავითვალისწინე და გაამართლა. ეს ნახაზი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დავხვეწე და შევქმენი იდეალურთან მიახლოებული ჰამაკის სადგამი. დიზაინი არის ის, რითაც პირველ რიგში გამოირჩევა ჩემი პროდუქტი და რითაც კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ მსგავს პროდუქტებს. დიზაინზე აღებული მაქვს პატენტი და სამომავლო სამომავლო გეგმებში მაქვს ჩემი პროდუქტის ექსპორტზე გატანა, რადგან ევროპის ბაზარზე ასეთი პროდუქტების ფასი გაცილებით მაღალია.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება