საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

CES / CES Records

შემოქმედებითი განათლების სტუდია CES წარმოადგენს დამოუკიდებელ, შემოქმედებით მედია სკოლას, რომელიც სპეციალიზირებულია ხმის (sound) და დიზაინის განხრით. სკოლა 9 წლის წინ დააარსა მუსიკოსმა ნათია სართანიამ, იგივე sTia-მ. CES ხშირად არის მოხსენიებული როგორც საგანმანათლებო პიონერი, რეფორმატორი ორგანიზაცია საქართველოში. CES სტუდენტებს სთავაზობს როგორც მოკლე, ასევე ხანგრძლივ კურსებს. CES-ის გუნდის წევრები არიან ქართული მუსიკალური ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები. სტუდიას 2200 კურსდამთავრებული ჰყავს. სტუდიის მიზანი დაარსების დღიდან, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება, გამყარება, სტაბილიზაცია და ინდუსტრიისთვის პროფესიონალების შემატება გახლავთ. პანდემიის ლოქდაუნის დაწყების დღიდან მოვიდა online ვორკშოფების მარათონის იდეა, რომელსაც ყოველ მეორე დღეს ვმართავდით, რომელსაც ჩვენი პედაგოგები და სტუდენტები ატარებდნენ. მარათონმა მოგვცა შანსი ყველაზე მძიმე და შოკური დღეები სტუდენტებთან ერთად გაგვეტარებინა და ეს მდგომარეობა ფრიად სასიამოვნო, საგანმანათლებლო და პროდუქტიული გაგვეხადა, მათივე თქმით ეს მათთვის ერთგვარი გადარჩენის გზა აღმოჩნდა. 5 დღის მანძილზე კი დავაადაპტირეთ ყველა (თითქმის) არსებული სასწავლო პროგრამა ონლაინ რეჟიმში. მივიღეთ 100 სტუდენტი, გამოვიგონეთ სრულიად ახალი და ინოვაციური კურსები, რომლის შედეგადაც შექმნილი მუსიკა ვაქციეთ პროდუქტად და ჩვენივე გამომცემლობაზე გამოვეცით. სკოლის პარალელურად გვაქვს CES Records (მუსიკალური გამომცემლობა), რომლისთვისაც განსაკუთრებულად პროდუქტიული გამოდგა ლოქდაუნის პერიოდი. გამოვეცით 2 ფირფიტა და რამოდენიმე ციფრული პროდუქტი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება