WINE SPACE არის რაჭაში ერთ სივრცეში მდებარე ბუტიკური სტილის სასტუმრო და გლემფინგ კოტეჯი. კონცეფცია, რომელიც შექმნა WINE SPACE მა არის სრულიად განსხვავებული და მაღალი ხარისხის. ძველისა და ახლის შერწყმა, 100 წლის შენობა რომელიც რენოვარიის შემდეგ იქცა სასტუმროდ, რომელმაც შინარჩუნა ავთენტურობა და სტუმრებს შესთავაზა მაქსიმალურად კომფორტული გარემო, ულამაზეს გარემოში. WINE SPACE გამორჩეულია თავისი ლოკაციით, რაც სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვის საშუალებას აძლევს კომფორტულ გარემოში, ბუტიკ სასტუმროს გარდა ამავე სივრცეშია გლემფინგ კოტეჯი, რომელიც კემპინგის მოყვარულებს გლამურულ დასვენებას სთავაზობს. კრიზისულ პერიოდში WINE SPACE მა შეძლო ემუშავა 80% იანი დატვირთულობით, პირველივე წელს ბუტიკური სტილის სასტუმროს დაემატა გლემფინგ კოტეჯი და რაც მთავარია, შეძლო გახსნის დღიდან ჰქონოდა თავისი ნიშა და ყოფილიყო ყველაზე მოთხოვნადი სასტუმრო რეგიონში. ჩვენი მთავარი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სტუმარი უნიკალურია და სჭირდება განსაკუთრებული სერვისი, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ინდივიდუალური, სტუმარზე მორგებული გარემო, ეს კი განსაკუთრებული შთაბეჭილებების შექმნას ემსახურება. დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე ვგეგმავთ გავზარდოთ ნომრების რაოდენობა, თუმცა აქ იგულისხმება არა ბუტიკ სასტუმროს გაფართოვება, არამედ სრულიად განსხვავებული დიაზინის ხის კოტეჯების დამატება, რომელიც კვლავ უპასუხებს ჩვენს მთავარ ნიშას, ბუნებასთან სიახლოვე კომფორტულ გარემოში. ასევე ვგეგავთ ულამაზესი ხედის ფონზე პატარა ღია აუზის დამატებას და ჩვენს სივრცეში განსხვავებული კონცეფციის რესტორნის აშენებას.